ევროპა ტერმინებს "დედას" და "მამას" ებრძვის - კვირის პალიტრა

ევროპა ტერმინებს "დედას" და "მამას" ებრძვის

ევროსაბჭო თავის წევრ 47 ქვეყანას ურჩევს, გამოიყენონ ტერმინები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას არ არღვევს და სექსიზმს არ ამკვიდრებს. ამ ინფორმაციას  Die Welt -ი ავრცელებს. გამოცემა  Bild-ის ცნობით კი ევროსაბჭომ ეს რეკომენდაცია შვეიცარიელი დეპუტატის, დორის შტამპის წინადადების საფუძველზე შეიმუშავა. შტამპმა მოითხოვა, რომ ქალები აღარ წარმოსახონ "პასიურ, მეორეხარისხოვან არსებებად, დედებად და სექსუალურ ობიექტებად".

გერმანული მედიის მტკიცებით, შვეიცარიის ქალაქ ბერნის ოფიციალური დოკუმენტაციიდან უკვე ამოიღეს სიტყვები "დედა" და "მამა" და ამიერიდან ისინი მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესის მშობლებად მოიხსენიებიან.