შტუბი საქართველოს ეწვია - კვირის პალიტრა

შტუბი საქართველოს ეწვია

თბილისში მყოფმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შტუბმა  განაცხადა, რომ ფინეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

საქართველოს მხარი დაუჭირა. მან გაიხსენა 2008 წლის მოვლენები, როდესაც გორში საკუთარი თვალით იხილა, როგორ გამოჰყავდა ასაკოვანი ხალხი კონფლიქტის ზონიდან ორ სატვირთო ავტომანქანას.

"ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დევნილები დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაც სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი წარმომადგენელი გაეროში ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს დაეხმაროს  კონფლიქტის მოგვარებაში.

არსებობს აგრეთვე ჟენევის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატი. საქართველომ უნდა გაანაგრძოს ეკონომიკური მოდერნიზაცია, რითაც შეძლებს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. დაბოლოს, საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან აუცილებლად უნდა დასხდნენ",  - განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.