ნათელაშვილი ნანობს - კვირის პალიტრა

ნათელაშვილი ნანობს

ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ნანობს, რომ პარლამენტში არ შევიდა.

"ჩვენ რომ პარლამენტში შევსულიყავით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ცხინვალის ავანტიურა ვერ გაებედა. მას მართვადი პარლამენტი არ ეყოლებოდა, რომელიც სასურველ დასკვნას დაუწერდა. ეს დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ნათელაშვილმა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ  ჯერ ხელისუფლებამ არ შეუშვა პარლამენტში, შემდეგ კი  - ოპოზიციამ.

"დღეს ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია არსებობს.„ერთი - პარტიის სახელით რეგისტრირებული სახელისუფლებო კრიმინალური ბანდაა, მეორე კი ლეიბორისტული პარტია, რომელიც 15 წლის განმავლობაში ვერ გატეხეს. ისინი, ვინც პარლამენტში შეუსვლელობის ინიციატორები იყვნენ, სიამოვნებით შეცუნცულდნენ საკრებულოში", - განაცხადა ნათელაშვილმა.