ე.წ. პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

ე.წ. პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ორი თვის წინ გაზეთ“"კვირის პალიტრაში" ე.წ. პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების

შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის შსს-ს II განყოფილებაში, ლომაიას მიერ დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ირაკლი ლომაიამ"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე შანტაჟში დაადანაშაულა."ტელეიმედზე" აუდიოჩანაწერიც გავიდა - ლომაია ამტკიცებდა, რომ ჩანაწერში ისმოდა ხათუნა პაიჭაძის ხმა, რომელიც თითქოს მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

ერთი თვის წინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, ჩანაწერში არსებული ხმა ხათუნა პაიჭაძის ხმის ნიმუშს არ დაემთხვა.

ორი კვირის წინ დიდუბე-ჩუღურეთის შსს-ს II განყოფილებაში დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ლომაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. "კვირის პალიტრა" და ხათუნა პაიჭაძე ლომაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივიან და მისგან კომპენსაციის სახით 100.000 ლარს ითხოვენ (თითოეული 50-50 ათასს, რომელიც საქველმოქმედო მიზნებისთვის იქნება მიმართული). ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ საქმეს დაერთვება.