საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ფეხსაცმელი ესროლეს - კვირის პალიტრა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ფეხსაცმელი ესროლეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგიუს პაპანდრეუს ფეხსაცმელი ესროლეს.

პაპანდრეუ სალონიკში იმყოფებოდა, სადაც ყოველწლიური სავაჭრო ბაზრობა იმართებოდა. პარალელურად, იქ პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები საბერძნეთის მთავრობის გეგმებს აპროტესტებდნენ. პაპანდრეუს ინიციატივით, საბერძნეთში გადასახადები უნდა გაიზარდოს.

საბერძნეთის პრემიერს ფეხსაცმელი სწორედ აქციის მონაწილეებმა ესროლეს. პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. პაპანდრეუ კი დაცვამ შემთხვევის ადგილს გაარიდა.