სააკაშვილმა იმერეთში სტიქიის თანხლებით იმოგზაურა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა იმერეთში სტიქიის თანხლებით იმოგზაურა

12 სექტემბერს იმერეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა სტიქიურ მოვლენებსა და თანამდებობრივ ცვლილებებს დაემთხვა.

სანამ სააკაშვილი  ტურიზმის დეპარტამენტის უფროს მაია სიდამონიძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად ბაღდათის რაიონში კურორტ საირმეს ათვალიერებდა, რეგიონში საშინელი ქარი ამოვარდა, ქუთაისში ასწლოვანი მუხები წააქცია და ქუთაისი-ბაღდათის საგზაო მაგისტრალი გადაკეტა.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 93500-მდე აბონენტი. ხანძარი გაჩნდა ქუთაისში, სააქციო საზოგადოება "აბრეშუმკომბინატში". მთლიანად დაიწვა 4-სართულიანი შენობის ერთი კორპუსი.

თანამდებობიდან გადადგა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი.

ონიანი გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს და კომენტარს არ აკეთებს.