ბაქრაძისა და ალასანიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - კვირის პალიტრა

ბაქრაძისა და ალასანიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და“"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობას დათანხმდნენ, კარგია, თუმცა, ალასანიას პარტიას ბევრ რამეში არ ეთანხმებიან. აღნიშნულის გამო, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას მიერ შეთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული ვერ იქნება.

"ირაკლი ალასანია ემხრობა უფრო ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით. ჩვენ შერეულ მოდელს ვთავაზობთ, სადაც ძლიერი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი და ძლიერი ფუნქციის მქონე პრეზიდენტი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც მათ მოსაზრებებს ვერ გავიზიარებთ. პროექტში ვერ აისახება შემოთავაზებული ცვლილებები, თუმცა, ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.