საქართველო უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი მიიჩნევს, რომ საქართველო სრულად უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიებს. საქართველოში სტუმრობის
დროს პაეტმა აღნიშნა: "მოხარული ვარ, რომ საქართველოს სურს, რუსეთთან კონფლიქტი მოაგვაროს. ვფიქრობ, რუსეთიც დათანხმდება მოლაპარაკებებს.
21-ე საუკუნეში მეზობლებს ნორმალური და კეთილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ის არის, რომ საქართველო სრულად აკონტროლებდეს თავის ტერიტორიას", - განაცხადა ურმას პაეტმა.
გრიგოლ ვაშაძემ პაეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,“- საქართველო მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ საკითხზე ყოველგვარი წინა პირობის გარეშე.