საქართველო უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიებს - კვირის პალიტრა

საქართველო უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი მიიჩნევს, რომ საქართველო სრულად უნდა აკონტროლებდეს თავის ტერიტორიებს. საქართველოში სტუმრობის

დროს პაეტმა აღნიშნა: "მოხარული ვარ, რომ საქართველოს სურს, რუსეთთან კონფლიქტი მოაგვაროს. ვფიქრობ, რუსეთიც დათანხმდება მოლაპარაკებებს.

21-ე საუკუნეში მეზობლებს ნორმალური და კეთილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ის არის, რომ საქართველო სრულად  აკონტროლებდეს თავის ტერიტორიას", - განაცხადა ურმას პაეტმა.

გრიგოლ ვაშაძემ პაეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,“- საქართველო მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ საკითხზე ყოველგვარი წინა პირობის გარეშე.