ტეფტი მიდის, ბასი მოდის - კვირის პალიტრა

ტეფტი მიდის, ბასი მოდის

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჯონ ტეფტი საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ნაწილი გახდა და იგი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის სანდო მეგობარი, არამედ საზოგადო მოღვაწეცაა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის პატივსაცემად "ამერიკის მეგობართა კლუბის" ორგანიზებით მცხეთაში გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ჯონ ტეფტისა და მისი ოჯახისთვის რესტორან ""მცხეთა-სითიში"" სახელმწიფო ანსამბლმა ""რუსთავმა"" და თბილისის ჯაზ-ორკესტრმა ქართული ხალხური სიმღერები და ჯაზური კომპოზიციები შეასრულეს.

ჯონ ტეფტი საქართველოს 9 სექტემბერს დატოვებს. მას ჯონ ბასი შეცვლის.