მთავრობამ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა - კვირის პალიტრა

მთავრობამ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის ღონისძიება "ანგარიში ხალხს" გაიმართა. 18 სამთავრობო უწყების პავილიონებში მინისტრები ან მათი მოადგილეები თავიანთი მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პავილიონში  იმყოფებოდა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ თავის სტენდზე ბოლო წლის ანგარიშის მხოლოდ მცირე ნაწილი წარადგინა.

რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი სამინისტროების პავილიონები პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დაათვალიერა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, სიახლე შეეტანა მუშაობაში და ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, - ამ ფორმით ჩაებარებინა ანგარიში ხალხისთვის.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს ესა თუ ის უწყება. გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მინისტრს ან მის მოადგილეს კითხვები დაუსვან.

"თუ საზოგადოებას ამგვარად ანგარიშის ჩაბარება მოეწონება, მთავრობა ამას მომავალშიც გააკეთებს. შესაძლოა, ასეთი ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.