"ხელისუფლება ყველა ქმედებას პიარისთვის იყენებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ყველა ქმედებას პიარისთვის იყენებს"

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის"' ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ისარგებლა, რომ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციის საპროტესტო აქციები შეწყდა  და ყველა ქმედება პიარისთვის გამოიყენა.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიციის დაკავებულ მხარდამჭერთაგან ხელისუფლებამ თვალის ასახვევად მხოლოდ ოთხი პირი გაათავისუფლა. ზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება ოპონენტებს არაერთხელ გაუსწორდა ფიზიკურად, სამართლებრივად, მიმართა ფინანსურ ტერორსაც, რის შესახებაც დოკუმენტაცია უცხოელ დიპლომატებს გადაეცა. ამასთან, დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდა,  რატომ არ შედგა შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრიდან ერთ კვირაში უნდა გამართულიყო და რასაც დაკავებულების გასათავისუფლებლად კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყოლოდა.