სამარცხვინო შურისძიება? - კვირის პალიტრა

სამარცხვინო შურისძიება?

ბათუმის ბულვარში მდებარე სპორტული დარბაზისთვის ნონა გაფრინდაშვილის სახელის გადარქმევას "წარმომადგენლობითი ეროვნული კრება" სამარცხვინოს

უწოდებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთ უღირს გადაწყვეტილებებს მხოლოდ კომუნისტები იღებდნენ.

დარბაზს სახელწოდება "ნონა" კომუნისტების დროიდან აქვს, ვინაიდან პირველად ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკი ამ დარბაზში ითამაშა და იქ დაიწყო საჭადრაკო კარიერა. თავად ნონა გაფრინდაშვილი სპორტული დარბაზისთვის სახელის გადარქმევას "ხელისუფლების პრობლემას" უწოდებს.