გონივრული ეჭვი" ეჭვს ბადებს - კვირის პალიტრა

გონივრული ეჭვი" ეჭვს ბადებს

პოლიციელს გონივრული ეჭვის" საფუძველზე სასამართლოსა და პროკურატურის უნებართვოდ ქუჩაში მოქალაქის შეჩერების უფლება აქვს. კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს მოქალაქე, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.

გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელი ასევე უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეჩერებული მოქალაქის ტანსაცმელი ზედაპირულად შეამოწმოს. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ჩაატარებს ჩხრეკას.

ოპოზიციონერი დეპუტატი  დიმიტრი ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ ეს სიახლე მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს უკავშირდება და ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებას აქციებზე მისული ხალხის "გამოსახშირად" სჭირდება.

ეკა ბესელიას შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური და პოლიციური რეჟიმი კიდევ უფრო მძიმდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პოლიციელისთვის გონივრული ეჭვის საფუძველზე ქუჩაში მოქალაქის გაჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლების მინიჭებას პოლიციის სიცოცხლის დაცვის მიზნით ხსნის.