"დედ ჰასანი" თავდასხმის შემდეგ გადარჩა - კვირის პალიტრა

"დედ ჰასანი" თავდასხმის შემდეგ გადარჩა

კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი, მეტსახელად "დედ ჰასანი", თავდასხმის შემდეგ გადარჩა და ახლა საავადმყოფოში იმყოფება.

უსოიანსა და მისი დაცვის წევრ არტურ ბაგრანიანზე თავდასხმა 16 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე მოხდა.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია მათი დაღუპვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს მეორე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა.

არსებული ინფორმაციით, უსოიანს დრაგუნოვის ტიპის სნაიპერული შაშხანა ესროლეს. ამავე იარაღით დაჭრეს სასიკვდილოდ ვიაჩესლავ ივანკოვიც, მეტსახელად "იაპონჩიკი".

ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ უსოიანსა და "იაპონჩიკზე" თავდასხმები ერთმანეთს უკავშირდება.

ამ დროისთვის სამართალდამცავები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მათ შორის - ერთ-ერთი უსოიანისა და ტარიელ ონიანის კრიმინალურ კლანებს შორის დაპირისპირებაა, რომელიც ზაქრო კალაშოვის„იმპერიის გადანაწილების გამო დაიწყო. ონიანი კი სწორედ„"იაპონჩიკთან" იყო დაპირისპირებული.