"სკოლებში ძველი ბიჭების დრო დასრულდა" - კვირის პალიტრა

"სკოლებში ძველი ბიჭების დრო დასრულდა"

"ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს სამართალდამცავი სტრუქტურები არა ციხეში, არამედ ალტერნატიულ აღსაზრდელ დაწესებულებაში გაგზავნიან; ასევე, იმ მოსწავლეებს,

რომლებსაც მშობლები ვერ ერევიან და მოგვმართავენ თხოვნით, სამტრედიის სკოლა-პანსიონში სწავლას შევთავაზებთ", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მინისტრის თქმით, სკოლაში თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად იმუშავებს ფსიქოლოგი.

"სკოლებში ანარქია, უდისციპლინობა, ძველი ბიჭებისა და ჩაგვრის დრო დასრულდა. ვერავის მივცემთ უფლებას, სხვას სწავლისა და განვითარების საშუალება არ მისცეს",  - განაცხადა შაშკინმა.