"ბიბლუსი" - ახლა უკვე ბოლნისში - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" - ახლა უკვე ბოლნისში

წიგნების მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" მეთვრამეტე მაღაზია ბოლნისში ყველაზე ნორჩმა მყიდველმა გახსნა. 14 სექტემბერს კახიმ მწერალ რეზო ჭეიშვილსა და ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად ლენტი საზეიმოდ გაჭრა. შემდეგ "ბიბლუსის" ახალი მაღაზიისგან საჩუქარი მიიღო.

"იმაზე დიდი საქმე რა შეიძლება იყოს, თუ  მკითხველს შემოვაბრუნებთ წიგნისაკენ. რუსთავში ყველაზე აქტიური მყიდველი მე ვარ, აი, ბოლნისშიც პირველი წიგნი მე ვიყიდე", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"ჩემს ბავშვობაში უამრავი წიგნის მაღაზია იყო თბილისსა და ჩემს მშობლიურ ქუთაისში, ახლა კი ქუთაისში  წიგნის მაღაზია აღარ არსებობს. ერთადერთი "ბიბლუსს" აქვს თავისი ფილიალი", - განაცხადა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა.

მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე "ბიბლუსის" ხელმძღვანელობამ ქართული პროზის საგანძურის დღემდე გამოსული ყველა ტომი საჩუქრად გადასცა ბოლნისში მცხოვრებ  წარჩინებულ მოსწავლეებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. "ბიბლუსმა" ასევე დაასაჩუქრა ბოლნისელი აზერბაიჯანელი და სომეხი სოციალურად დაუცველი ოჯახები.  აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსში" სამი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.