24 წლის მთამსვლელი დაიღუპა - კვირის პალიტრა

24 წლის მთამსვლელი დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ქართველი ალპინისტების ექსპედიცია ყაზბეგის რაიონში. სოფელ ჯუთასთან მწვერვალ ჯავახიშვილზე ასვლის დროს მთამსვლელთა 4-კაციანი

ჯგუფი ქვათა ცვენაში მოყვა,  რასაც 24 წლის მთამსვლელი ზურაბ ებანოიძე ემსხვერპლა. მისი ცხედარი მწვერვალიდან ალპინისტებმა ჩამოასვენეს. მათ ადგილობრივი მაშველები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც დაეხმარნენ.

როგორც ყაზბეგის რაიონის გამგებელმა გოჩა მალანიამ განაცხადა, ახალგაზრდა მთიდან დაგორებულმა ლოდმა მოიყოლა. საბედნიეროდ, ალპინისტების ჯგუფიდან სხვა არავინ დაშავებულა. მალანიას ინფორმაციით, "ახალგაზრდა ალპინისტების  ჯგუფი ცდილობდა მეგობრის დახმარებას, მაგრამ მთიდან დაგორებული ლოდი მას თავში დაეცა".

24 წლის ახალგაზრდა თბილისში გადმოასვენეს.