სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა - კვირის პალიტრა

სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ნინო ბურჯანაძის საჩივარზე ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის საქმის წარმოება შეწყვიტა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანს საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, ქართულ სასამართლოს, რომელიც არა კანონის, არამედ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის დირექტივების საფუძველზე მოქმედებს, არ გასჭირვებია აბსურდული არგუმენტების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ნინო ბურჯანაძის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა. "დემოკრატიული მოძრაობა -  ერთიანი საქართველოსთვის" წევრთა ცნობით, განჩინებაში, რომელიც სასამართლოს "საქართველოს სახელით გამოაქვს", ნათქვამია, რომ "ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ გულისხმობს განცხადება, რომელიც პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთდა".