"ვაშინგტონი ისევ უჭერს მხარს საქართველოს" - კვირის პალიტრა

"ვაშინგტონი ისევ უჭერს მხარს საქართველოს"

"რუსეთთან ურთიერთობის მიუხედავად, ვაშინგტონი ისევ უჭერს მხარს საქართველოს", - განუცხადა გამოცემა  NewsWeek-ს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ

სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში რუსული ძალების ყოფნას "უკანონო ოკუპაცია" უწოდა.

"საქართველოს რუსეთზე შეტევა არ შეუძლია. დაუცველი საქართველო რუსეთისთვის დიდი საცდურია. მას სურს, ჩვენი ხელისუფლება სამხედრო გზით შეცვალოს. ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე ყოველი კენჭისყრის წინ ომს იწყებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის კამპანიას საერთაშორისო ხასიათი უნდა მიეცეს.