"იმედიდან" ჟურნალისტები დაითხოვეს - კვირის პალიტრა

"იმედიდან" ჟურნალისტები დაითხოვეს

ტელეკომპანია "იმედიდან" ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი დაითხოვეს. კერძოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს თეა თუაშვილი, ნინო მამალაძე, თიკო ფეიქრიშვილი, ნინო კვირიკაშვილი, აგრეთვე, ოპერატორების, ტექნიკური პერსონალის ნაწილი და ""იმედის" დილის" შემოქმედებითი ჯგუფი. კულუარული ინფორმაციით, თანამშრომელთა გათავისუფლების იდეა ჰოლდინგის ხელმძღვანელს, გიორგი არველაძეს ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნია, რომ "ძველი კადრები ახლით უნდა შეიცვალოს". ""ორი კვირაა, შვებულებაში ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები. არ ვიცი, რა ხდება, ეს ამბავი ჩემთვის უცნობია", - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, "იმედიდან" სულ 140 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ.