თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს გოგი ქავთარაძე უხელმძღვანელებს - კვირის პალიტრა

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს გოგი ქავთარაძე უხელმძღვანელებს

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელის ასარჩევი კენჭისყრა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ჩატარდა. კენჭისყრაში 106 დელეგატი

მონაწილეობდა, მათგან სამი ხმა გაუქმდა. საბოლოოდ ხმები ასე გადანაწილდა: გოგი ქავთარაძე - 66 ხმა, დავით ანდღულაძე - 22, სანდრო მრევლიშვილი - 15 ხმა.

გოგი ქავთარაძეს გამარჯვება დამარცხებულმა კანდიდატებმა მიულოცეს. თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ახალი თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ქართულ თეატრში უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და ამას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს. ქავთარაძე იმედოვნებს, რომ მას მეგობრები და თეატრალური მოღვაწეები გვერდში დაუდგებიან.

გოგი ქავთარაძემ ამ თანამდებობაზე გიგა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.