რუსი ჟურნალისტები თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს - კვირის პალიტრა

რუსი ჟურნალისტები თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს

ქართულ-რუსული ერთობლივი კომისიის წევრები, რუსი ჟურნალისტები მაქსიმ შევჩენკო და ვლად მამონტოვი თბილისის აეროპორტიდან ერევნის რეისით უკან გააბრუნეს. მათ თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ვიზიტის ორგანიზატორ მალხაზ გულაშვილის თქმით,  "ეს არის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და უარეს შედეგს მოიტანს. ეს სამშვიდობო პროცესის დაწყების მცდელობას დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან  შევჩენკო და მამონტოვი საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტები არიან".

მაქსიმ შევჩენკოს, ვლად მამონტოვისა და ალან კასაევის ვიზიტი 2-დან 6 სექტემბრამდე იყო დაგეგმილი. უნდა გამართულიყო ""მრგვალი მაგიდა"", ასევე შეხვედრები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების განხილვას ისახავდა მიზნად (ვრცლად იხ. გვ. 11-13).