მასწავლებელთა ხელფასები იზრდება - კვირის პალიტრა

მასწავლებელთა ხელფასები იზრდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ  მასწავლებელთა ხელფასები იზრდება. მისი თქმით, 1-ელი სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები სტაჟის, განათლებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით  მოიმატებს. საბაზო ხელფასი 220-დან 245 ლარამდე გაიზრდება.

"მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც. საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით სადამრიგებლო დანამატი  27-დან 63 ლარამდე გაიზარდა. მასწავლებელთა 50%-ზე მეტს დამრიგებლის მოვალეობა აქვს შეთავსებული, შესაბამისად, მასწავლებელთა დაახლოებით 50%-ს ხელფასი 70 ლარით გაეზრდება, - განაცხადა გვარამიამ, - ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მანამ, სანამ პედაგოგთა ხელფასი იმდენი არ იქნება, რომ მასწავლებლის ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს", - განაცხადა გვარამიამ.