ნოდარ დუმბაძეს მთაწმინდაზე გადაასვენებენ - კვირის პალიტრა

ნოდარ დუმბაძეს მთაწმინდაზე გადაასვენებენ

14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძეს "მზიურიდან" მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ. "ნოდარ დუმბაძე იმსახურებს, რომ მთაწმინდაზე განისვენებდეს. მე ვთხოვე ხელისუფლებას, ვესაუბრე ნოდარ დუმბაძის ოჯახს და ყველა მომხრეა ამ აზრის," - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა და მის მიერ აგებულ ბავშვთა ქალაქ "მზიურში" დაკრძალეს. "25 წელი გავიდა და ხალხის დამოკიდებულება მამას მიმართ არ შეცვლილა. მთაწმინდაზე გადასვენება ძალიან დიდი დაფასებაა, რადგან მთაწმინდა არის ყველაზე დიდი სასუფეველი ერისკაცისა და მწერლისთვის. ალბათ, უფლის ნებაა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა პატრიარქს," - განაცხადა მწერლის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ.