ადიგენში სამი მესაზღვრე მოკლეს - კვირის პალიტრა

ადიგენში სამი მესაზღვრე მოკლეს

ადიგენის რაიონში სამი ქართველი მესაზღვრე საძილე ტომრებში ჩაცხრილული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი ადიგენის რაიონის, მეორე ქარელის, ხოლო მესამე ახალციხის რაიონის მკვიდრია. ინციდენტი, რომელსაც სამი ქართველი მესაზღვრე ემსხვერპლა, ღამის ორ საათზე მოხდა. საგუშაგოზე 4 ქართველი მესაზღვრე მორიგეობდა. სამი მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწორედ მეოთხეა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მესაზღვრე გაბაშვილმა სამივე ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ მიიმალა. მოგვიანებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის სამი თანამშრომლის - ხვიჩა ბარამიძის, შოთა ასანიძისა და არსენ შაინიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1982 წელს დაბადებული ლევან გიორგის ძე გაბაშვილი  დააკავეს.