"საერთაშორისო საზოგადოებრიობას კავკასიაში მშვიდობის ხანგრძლივად დამყარება შეუძლია" - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო საზოგადოებრიობას კავკასიაში მშვიდობის ხანგრძლივად დამყარება შეუძლია"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერის შემთხვევაში კავკასიაში მშვიდობა ხანგრძლივად დაისადგურებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, თუკი  რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორიც პლანეტის დანარჩენ ნაწილებში იკისრა, მაშინ „საოცრებების  მოხდენა შესაძლებელი გახდება.

"ისტორიამ გვასწავლა, რომ ომი შესაძლოა სწრაფად დაიწყოს, მაგრამ მამაც ლიდერებსაც შეუძლიათ მშვიდობის დაცვა იქ, სადაც კონფლიქტის მოგვარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ისტორიამ ისიც გვასწავლა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს გახლეჩილ და სიძულვილით დაღლილ რეგიონებს თანამშრომლობის, ურთიერთდამოკიდებულებისა და გაერთიანების გზით შეუძლიათ ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიონ, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, - ყველას აინტერესებს, სტრატეგიული რეგიონი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი უფრო სტაბილური, წარმატებული  და გახსნილი იხილოს".