რკინიგზაზე დიდი რაოდენობით ტროტილი აფეთქდა - კვირის პალიტრა

რკინიგზაზე დიდი რაოდენობით ტროტილი აფეთქდა

ზუგდიდი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის სოფელ ინგირის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. ამ სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამგზავრო მატარებელს უნდა გაევლო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ელმავალი.

ინგირი-ხობის სარკინიგზო გადასარბენი 2 ივნისსაც ააფეთქეს, რის შედეგადაც 12,5-მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა.