ჟორდანიას ინსტიტუტი თავშესაფრის გარეშე დარჩა - კვირის პალიტრა

ჟორდანიას ინსტიტუტი თავშესაფრის გარეშე დარჩა

ჟორდანიას სახელობის მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტი, შენობის აუქციონზე გაყიდვის გამო, თავშესაფრის  გარეშე დარჩა.

ინსტიტუტის დირექტორ არჩილ ხომასურიძის განცხადებით, შენობა და  მიწის ნაკვეთი 15 სექტემბერს აუქციონზე 2,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონების ახალი მფლობელი შპს `სანი~ გახდა. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ ინსტიტუტის ლიკვიდაცია არ მომხდარა და მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ, თუმცა, ჯერ უცნობია, - რომელ შენობაში. ინსტიტუტმა შენობა აუქციონიდან 7 თვის ვადაში უნდა დატოვოს.

მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტი კოსტავას ქუჩაზე 1953 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის იქ 200 თანამშრომელი მუშაობს.