ბიომეტრიულ პასპორტებს შეღავათიან ფასადაც მიიღებენ - კვირის პალიტრა

ბიომეტრიულ პასპორტებს შეღავათიან ფასადაც მიიღებენ

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ძალას კარგავს ბორჯღალოს გამოსახულებიანი საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ამ ტიპის მოქმედი პასპორტი, შესაძლებლობა ეძლევათ, 2011 წლის 1-ელ იანვრამდე შეცვალონ ისინი მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტით 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად. ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალას მაშინ შეინარჩუნებს, თუ მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალაშია მოქალაქის საქართველოში დაბრუნებამდე ან  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის მიღებამდე.

ცნობისთვის, მათ, ვისაც აქვთ ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი მოქმედი ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში შეუნარჩუნდება ძველი პასპორტიც.