ხაჩიძე დატრიალდა - კვირის პალიტრა

ხაჩიძე დატრიალდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე განსაკუთრებით გააქტიურდა და გარემოს დაცვის ინსპექციის ხელით გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ზომების გატარებას იწყებს. გარემოს დაცვის ინსპექცია დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით დააწესეს.

ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით: სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, გარემოს დაბინძურების, ნაგვის გატანისა და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1.000 ლარით დაჯარიმდებიან. გამეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი 3.000 ლარით დაჯარიმდება.