ნავთობსადენი ლამის ხანძარმა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ნავთობსადენი ლამის ხანძარმა იმსხვერპლა

აზერბაიჯანში გაჩენილმა ხანძარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ლამის წყობიდან გამოიყვანა.

ხანძარი აზერბაიჯანის შამქირის რაიონში, სოფელ გილიჩბეილთან გაჩნდა. ცეცხლმა 3 ჰექტარი ფართობი გადაწვა, შემდეგ კი მილსადენს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა.

აზერბაიჯანელმა მეხანძრეებმა რამდენიმე საათში ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.