ობამამ აჰმადინეჯადის განცხადებას საზიზღარი უწოდა - კვირის პალიტრა

ობამამ აჰმადინეჯადის განცხადებას საზიზღარი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საზიზღარი და შეურაცხმყოფელი უწოდა ირანის პირველი პირის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აშშ-ის ადმინისტრაციას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის თანამონაწილედ მიიჩნევს. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთა. ამის გამო, ამერიკის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

"აჰმადინეჯადის ასეთი გამოსვლა უპატიებელია ნიუ-იორკში, ქალაქში, რომელიც ისლამისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა"  -თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.