სი-ენ-ენის პრეზიდენტი სამსახურიდან დაითხოვეს - კვირის პალიტრა

სი-ენ-ენის პრეზიდენტი სამსახურიდან დაითხოვეს

ტელეკომპანიის დაბალი რეიტინგის გამო,  CNN-ის პრეზიდენტი ჯონათან კლაინი სამსახურიდან დაითხოვეს. გადაწყვეტილება მედიაკორპორაცია თიმე ჭარნერ-მა მიიღო.

კორპორაციაში მიიჩნევენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეკომპანიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. კლაინის ყველა მცდელობა, ვითარება შეეცვალა, წარუმატებლად დასრულდა. ჯონათან კლაინს მედიაკორპორაცია თიმე ჭარნერ-ის კიდევ ერთი შვილობილი ტელეკომაპანიის HLN-ის ხელმძღვანელი კენ ჯონცი შეცვლის.