დაღესტანში ტერაქტი მოხდა - კვირის პალიტრა

დაღესტანში ტერაქტი მოხდა

მახაჭყალაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორის 17 მილიციელი და 13 სამოქალაქო პირია.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დაღესტნის შსს-სა და რუსეთის ფედერალური ძალები ადგილობრივი პარტიზანების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებდნენ. თვითმკვლელი ტერორისტი სამართალდამცავთა კორდონს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მას სპეცოპერაციის ადგილზე შეღწევა სურდა, თუმცა, მილიციელებმა ტერორისტს გზა გადაუღობეს და მანაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.