"სიმპსონები" ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო ბრენდად აღიარეს - კვირის პალიტრა

"სიმპსონები" ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო ბრენდად აღიარეს

პროდუქციის ლიცენზირების საკითხთა ექსპერტებმა ამერიკული მულტსერიალი "სიმპსონები" ტელეინდუსტრიის არსებობის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო ბრენდად აღიარეს.

ამჟამად "სიმპსონებს" 400-ზე მეტი სარეკლამო კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. დისკების, სათამაშოების, მაისურებისა და სუვენირების გაყიდვამ მულტსერიალის შემქმნელებს 8 მილიარდი დოლარი უკვე მოუტანა. "სიმპსონების" პირველი სერია, რომლის რეჟისორი მეტ გროუინგი იყო, 1989 წლის 17 დეკემბერს აჩვენეს. ოცი წლის განმავლობაში სერიალმა 27 "ემი" მიიღო. 1998 წელს კი ჟურნალმა თიმე-მა "სიმპსონები" მეოცე საუკუნის საუკეთესო სატელევიზიო სერიალად დაასახელა.