ჯაშუშობისთვის" 16 წელი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ჯაშუშობისთვის" 16 წელი მიუსაჯეს

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე თემურ გუცმაზთის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დახურულ სასამართლო პროცესზე "დაადგინეს", რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გუცმაზთი საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ალექსანდრე მეძმარიაშვილმა გადაიბირა და ხანგრძლივად თანამშრომლობდა მასთან. ოსური გამოძიების თანახმად, გუცმაზთი მეძმარიაშვილს თავდაცვითი ხასიათის ინფორმაციას აწვდიდა.

ე. წ. უზენაესმა სასამართლომ თემურ გუცმაზთის" 16 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ჯარიმად 100 ათასი რუბლის გადახდაც დააკისრა, მას მაიორის წოდებაც ჩამოართვეს.