კოკოითიმ ე.წ. მთავრობის ახალი წევრები დანიშნა - კვირის პალიტრა

კოკოითიმ ე.წ. მთავრობის ახალი წევრები დანიშნა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე.წ. მთავრობის ახალი წევრები დანიშნა. კოკოითიმ ე.წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრად ალექსანდრ ჟმაილო, საგარეო საქმეთა მინისტრად მურატ ჯიოევი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრად კი ანატოლი ქუსრაევი დანიშნა. მისივე ბრძანებით, ე.წ. თავდაცვის მინისტრად იური ტანაევი, შს მინისტრად ვალერი ვალიევი, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრად ანატოლი ბიბილოვი და იუსტიციის მინისტრად კი აცამაზ ბიჩენოვი დაინიშნნენ. კანდიდატები ე.წ. პრემიერმა ვადიმ ბროვცევმა წარადგინა.