მოსკოვის მერი ცხინვალში ჩავიდა - კვირის პალიტრა

მოსკოვის მერი ცხინვალში ჩავიდა

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალში ჩავიდა და  ახალაშენებული უბნის - "მოსკოვის მიკრორაიონის" საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ედუარდ კოკოითიმ მოსკოვის მერს "სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი მუდმივი ყურადღებისთვის" მადლობა გადაუხადა. "აგვისტოს დღეების შემდეგ მოსკოვი ჩვენ გვერდით არის. რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამხრეთ ოსეთის ხალხს დაეხმარა", - აღნიშნა კოკოითიმ. თავის მხრივ, იური ლუჟკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ თანამებრძოლები ვართ იმ პროცესებში, რაც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. როცა რესპუბლიკაში რთული დრო იყო, მოსკოველები შეგნებულად ეხმარებოდნენ სამხრეთ ოსეთს," - განაცხადა ლუჟკოვმა. მისივე თქმით, გასული წლის ტრაგიკული მოვლენების დროს ყველა აღშფოთებული იყო მიხეილ სააკაშვილის ინსპირირებული თავდასხმითა და გენოციდით.