სი-ენ-ენის წამყვანი ანტისემიტური განცხადების გამო დაითხოვეს - კვირის პალიტრა

სი-ენ-ენის წამყვანი ანტისემიტური განცხადების გამო დაითხოვეს

ტელეკომპანია სი-ენ-ენის წამყვანი რიკ სანჩესი სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ ხელმძღვანელობამ მის გამონათქვამებში ანტისემიტიზმი დაინახა.

სანჩესმა ერთ-ერთ რადიოსადგურს ინტერვიუ მისცა და კომიკოს ჯონ სტიუარტს, რომელმაც თავის შოუში სანჩესის პროგრამას დასცინა, გონებაშეზღუდული უწოდა და განაცხადა, სტიუარტი თეთრი ლიბერალური ისტებლიშმენტის აზრს გამოხატავსო.

რადიოს ჟურნალისტმა სანჩესს შეახსენა, რომ სტიუარტი ებრაელია და შესაბამისად, უმცირესობას მიეკუთვნება. "კარგი ერთი, საწყლებს ძალაუფლება არა აქვთ!", - განაცხადა სანჩესმა და დასძინა, ყველა, ვინც სი-ენ-ენს ხელმძღვანელობს, ისეთივეა, როგორიც სტიუარტიო. "ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელები შევიწროებულ უმცირესობას წარმოადგენენ?!" - იკითხა სარკასტულად სანჩესმა.