ბაღდასაროვი ოცნებობს?! - კვირის პალიტრა

ბაღდასაროვი ოცნებობს?!

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი სემიონ ბაღდასაროვი ოცნებობს იმ დროზე, როდესაც რუსეთსა და სომხეთს საერთო

საზღვარი ექნებათ. როგორც ბაღდასაროვმა ერევანი-მოსკოვის ვიდეოხიდისას განაცხადა, სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა, საქართველო კი ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებთან მტრულ პოლიტიკას ატარებს.

"თუ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს აგრესიულობას, რატომ არ უნდა ვიფიქროთ აფხაზეთი-ფოთი-აჭარა-ჯავახეთის კორიდორზე? ამერიკელები ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ, ჩვენ კი რატომღაც ვმორცხვობთ. იმედია, რომ ეს დროთა განმავლობაში გაგვივლის", - აღნიშნა ბაღდასაროვმა.