პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უპირველესად საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის იბრძვიან.

მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. მისი თქმით, ჯარისკაცობა საპატიო, მაგრამ სახიფათო პროფესიაა, რომელიც თავდადებას, ზოგჯერ კი თავდავიწყებას მოითხოვს. სააკაშვილმა საქართველოს ისტორიის ის პერიოდები გაიხსენა, როცა ქართველები სპარსეთის, ოსმალეთის, ეგვიპტის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების არმიებში იბრძოდნენ.

"იშვიათი იყო შემთხვევა, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამშობლოს დროშით გადაეხადათ. ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები სწორედ ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშით იბრძვიან. თავს ვხრი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე. ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ხალხი ჰყავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.