ალასანია მთავრობას მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ალასანია მთავრობას მოუწოდებს

"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მთავრობას შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები

მოსახლეობისთვის ფულადი დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.

ალასანიას თქმით, კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები მოსახლეობა უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს.

"ის მოსახლეობა, რომელიც გმირულად რჩება საზღვრისპირა ზონაში და ამყარებს ქართულ სახელმწიფოებრიობას ადმინისტრაციულ საზღვართან, უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. ნიქოზს, ისევე როგორც სხვა სოფლების მცხოვრებთ, არა აქვს ელემენტარული პირობები თავის სარჩენად.

მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოყოს თანხა, რათა არ დაიცალოს სოფლები.  მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, ჩავიდეს და დაამშვიდოს ხალხი. მოვუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს სოფლების სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.