ოკუპანტებმა დამატებითი ტერიტორია დაიკავეს - კვირის პალიტრა

ოკუპანტებმა დამატებითი ტერიტორია დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორია დაიკავეს და საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის

დანაყოფებმა საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები უკანონოდ ჩაატარეს  ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და ქორდში. სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა სამი ოჯახის (ბერუაშვილების) კარ-მიდამო და ერთ-ერთის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ხოლო სოფელ ქორდში - ნახევარი ჰექტარი.