რუსულ ჯარში ქართველი ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს - კვირის პალიტრა

რუსულ ჯარში ქართველი ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ოჩამჩირის სამხედრო ბაზაში ქართველი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს.

19 წლის კობა ჯღარკავას გვამი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ზეწრით ჩამოკიდებული აღმოაჩინეს. გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი ეტყობა.

რუსი ოკუპანტები ოჯახს მიცვალებულის გადასვენების უფლებას არ აძლევენ და ხელწერილს ითხოვენ, რომ ცხედარს ექსპერტიზისთვის ზუგდიდში არ გადაასვენებენ.

გალელი კობა ჯღარკავა საგაზაფხულო გაწვევის დროს აფხაზურ ჯარში ძალდატანებით წაიყვანეს.