ქუთაისში ჯვარს რუსები აღმართავენ? - კვირის პალიტრა

ქუთაისში ჯვარს რუსები აღმართავენ?

"ბალტინფოს" ცნობით, 4 ოქტომბერს "ედინაია როსიას" წევრები ქუთაისში ჩასვლასა და იმ ადგილთან, სადაც უწინ ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი იყო,

ჯვრის აღმართვას აპირებენ. ეს სააგენტოს პეტერბურგელმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა აუწყა. მილონოვის თქმით, მემორიალის ადგილზე სამმეტრიანი ჯვარი აღიმართება.

"ჩვენ არ ვაპირებთ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და რომც დაგვიჭირონ, გაზონის დაზიანების გამო თუ დაგვაჯარიმებენ. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქართველი არ მისცემს თავს უფლებას, მიწიდან ამოთხაროს მართლმადიდებლური ჯვარი", -  აცხადებს მილონოვი.