ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო ოპოზიციას დაემუქრა - კვირის პალიტრა

ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო ოპოზიციას დაემუქრა

ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. პარტიის პოლიტიკური მდივნის,

გიორგი გუგავას განცხადებით,  ყველა ის დეპუტატი ე.წ საპარლამენტო ოპოზიციიდან, ვინც არ გაილაშქრებს საკონსტიტუციო გადატრიალების წინააღმდეგ, ხელისუფლების ბანდის წევრად ჩაითვლება და მათ სრულად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაიდინა.

"სააკაშვილის მონა-მორჩილი პარლამენტი აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრას, რომლითაც კანონდება სააკაშვილის ტრაგიკული მუდმივობა ჩვენს ცხოვრებაში.  ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, სააკაშვილთან მის გარიგებას გამოააშკარავებს და აღარ ექნება უფლება ოპოზიციის სახელით ისარგებლოს. ჩვენც, ლეიბორისტული პარტია, მათთან, როგორც ხელისუფლების ნაწილთან, ყოველგვარ ურთიერთობას გავწყვეტთ", - განაცხადა  გიორგი გუგავამ.