შრომის დღე საპროტესტო აქციით აღინიშნა - კვირის პალიტრა

შრომის დღე საპროტესტო აქციით აღინიშნა

შრომის დღე  საქართველოს პროფკავშირებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციით აღნიშნეს. აქციას საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული პროფესიული

კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ აქციაზე წამოაყენეს მოთხოვნები: შრომის უსაფრთხოების ტექნიკური ინსპექციის შექმნა, ღირსეული შრომითი ხელშეკრულებები, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა და უმუშევრობის შემწეობის დაწესება.

საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, სამომხმარებლო ფასების მატების მიუხედავად, ქვეყანაში მინიმალური ხელფასები არ გაზრდილა, რამაც ისედაც შეჭირვებული მოსახლეობა რთულ პირობებში ჩააყენა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას შრომის დღის ოფიციალურად დაკანონება მოსთხოვეს.