ავღანეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ატირდა - კვირის პალიტრა

ავღანეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ატირდა

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი ნაციონალური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ატირდა. ის ტელევიზიით ავღანელ სკოლის მოსწავლეებს მიმართავდა.

"ჩვენი შვილები სკოლებში ვერ დადიან დაბომბვებისა და ტერაქტების გამო. ჩვენი მასწავლებლები სამსახურში ვერ დადიან საბრძოლო მოქმედებების გამო. არ მინდა, ჩემი შვილი მირვაისი უცხოელი გახდეს. მინდა, ავღანელად დარჩეს", - თქვა ყარზაიმ და აქვითინდა.

მისი თქმით, ავღანეთის ყოველმა მეოთხე მცხოვრებმა წერა-კითხვა არ იცის, მაგრამ, სანამ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ვითარების გამოსწორების შანსი არ არის.