დიდი ნათლობა - კვირის პალიტრა

დიდი ნათლობა

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 680 პატარა გახდა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 28 სექტემბერს ჩვილთა მეცამეტე ნათლობა გაიმართა.

პატრიარქმა დალოცა ნათლულები, მათი მშობლები და და-ძმები. უწმინდესმა მშობლებს უსურვა, შვილები ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოებით აღზარდონ.

საქართველოში პატრიარქის ნათლული უკვე 7000-მდე ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.